6 დეკემბერს ბერლინში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული სამიტი გაიმართა
6 დეკემბერს ბერლინში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული სამიტი გაიმართა, რომელშიც კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით, ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმმა გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან.
ასევე, 17 დეკემბერს, ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილული იყო რეკომენდაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული სამიტის ფარგლებში მომზადდება. ჩვენმა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, ფორუმს დამატებით 6 რეკომენდაცია წარუდგინა, რომელთა მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაა.
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მუდამ იზიარებდა და დღესაც იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს, როგორიცაა თანასწორობა, ინკლუზია და ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი ყველა ინიციატივა სწორედ ამ ღირებულებებისკენ არის მიმართული, რათა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება დაცულია და ყველას ექნება თანასწორი შესაძლებლობები.