"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ასტანაში საერთაშორისო სემინარს დაესწრო

A+
A-

9-11 ოქტომბერს, ასტანაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით, "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელება სოციალური ინკლუზიის მისაღწევად" გაიმართა.სამუშაო შეხვედრებს ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ძნელაძის სიტყვით გამოსვლა სკოლამდელ განათლებას ეხებოდა. საკუთარ პრეზენტაციაში მან შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებულ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.

 

სემინარს ონლაინ რეჟიმში “ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმის” ვიცე-პრეზიდენტი, გუნტა ანკა შემოუერთა და “შეზღუდული შესაძლ;ებლობის მქონე პირთა ევროპულ სამიტზე ისაუბრა. სულ, შეხვედრებს, 10-ზე მეტი ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

 

 

სხვა სიახლეები