იმერეთის რეგიონში ახალგაზრდებთან გაცნობითი შეხვედრები გაიმართა

A+
A-

24-26 მარტს, ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" პროექტის "მოწყვლადი ახალგაზრდების ინკლუზიის მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში" ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ახალგაზრდებთან გაცნობითი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და შემდგომ აქტივობებში მონაწილეობის მსურველთა იდენტიფიცირება.

შეხვედრებს ფასილიტატორები გიორგი ძნელაძე და დავით ბიბილეიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრები ჩატარდა 'საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიასთან" თანამშრომლობით.  პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონის ახალგაზრდების მობილიზებას და მათი ჩართულობის მხარდაჭერას დემოკრატიულ და სოციალურ ცხოვრებაში.

მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს, ერთის მხრივ, ახალგაზრდების მობილიზებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საკითხებში, ხოლო მეორეს მხრივ, ინიციატივების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამებზე.

აქტივობა ორგანიზებულია პროექტის "EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია  ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ. 

 

 

სხვა სიახლეები