ტრენინგი ადვოკატებისთვის

A+
A-

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად აგრძელებს სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩატარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ.

2017 წლის 22-24 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო 9 მარტს თელავში ჩატარებულ ტრენინგებს 74 ადვოკატი ესწრებოდა. ტრენერებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ.

ტრენინგებზე განსაკუთრებული ინტერესი ქმედუნარიანობის რეფორმამ და შშმ ქალთა სექსუალობის თემატიკამ გამოიწვია. ტრენინგის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გაეროს შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ განხილული საქმეების ირგვლივ.

 

 

სხვა სიახლეები

თსუ–ში სტუდენტებთან ტრენინგი გაიმართა