თბილისის მერიაში საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

A+
A-

16 თებერვალს თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობასა და ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრეიბსათვის” შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მერიის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-მერი დავით ნინიძე, სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოახაძე, კეთილმოწყობა - თორნიკე შიოლაშვილი, ზედამხედველობა -   ზვიად კერვალიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკა - ზვიად არჩუაძე, ეკოლოგია და გამწვანება - გიორგი ქორქაშვილი, იურიდიული სამსახური - ირაკლი აბესაძე და სხვა ოფიციალური პირები, კოალიცია კი წევრი ორგანიზაციების ლიდერებით იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაზე საუბარი გაიმართა იმ პრობლემაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილებას ხდის შეუძლებელს და მათ არათანაბარ პირობებში აყენებს და საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ მათ.

სამომავლოდ მერიის მხრიდან დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ტრანსპორტის, ბორდიურები, სკვერების, პარკინგის, გასართობი და კულტურული ადგილების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და რა პროცესებშიც კოალიციის ლიდერებიც მჭიდრო მონაწილეობას მიიღებენ.

კოალიციის საინფორმაციო სამსახური აუცილებლად გააცნობს თავის მკითხველს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის პირველ შედეგებს.

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები