შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

A+
A-

საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს.

შეხვედრას დაესწრნენ კოალიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების ხარისს. შეხვედრაზე იმსჯელეს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე.

შეხვედისას განიხილეს საკანონმდებლო რეგულაციების აუცილებლობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზრდილთა თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს. 

 

 

 

სხვა სიახლეები