სემინარი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის

A+
A-

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრიი ადვოკატირების“ პროექტის ფარგლებში, 2016 წლის 8 აპრილს ქ. ქუთაისში, გაიმართა სემინარი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, თემაზე: გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაცის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.

სემინარს უძღვებოდნენ დასავლეთის ჯგუფის წარმომადგენლები: უფლებადამცველი - სოფიო კუპატაძე და იურისტი - ქეთევან სვანაძე.

სემინარს ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან – გამგებელი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი; ინკლუზიის სპეციალისტი; იურისტი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის აპარატის წარმომადგენლის თანაშემწე; მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

საჩხერის მუნიციპალიტეტიდან - გამგებლის მოადგილე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან - გამგებლის მოადგილე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;

ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან - გამგებლის მოადგილე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; გამგებლის თანაშემწე;

ქუთაისის მერიიდან – მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი; სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი; იურისტი.

სულ 21 პირი.

სემინარის დასაწყისში მსმენელებმა შეავსეს პრე ტესტი, რის შემდეგაც თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავიანთი თავი, მუნიციპალიტეტი და თანამდებობა, ასევე, აღნიშნეს იმ გამოცდილების შესახებ, რაც ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის.

სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიებზე, ბარიერებზე, სტერეოტიპებსა და ტერმინოლოგიაზე საუბარს, ასევე მსმენელებს მიეწოდა ინფორმაცია ეტიკეტის ზოგადი წესების შესახებ.

მეორე ნაწილში გამახვილდა ყურადღება ადგილობრივ კანონმდებლობაზე, კონვენციის მიზანზე და იმ ვალდებულებებზე, რაც ეკისრება ხელისუფლებას კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. კონკრეტულად იყო საუბარი მე-4 (3), მე-19 და 33-ე მუხლებზე.

თეორიულ მასალასთან ერთად გამოყენებული იყო ვიდეო სიუჟეტი. 

შეხვედრა ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, ყველა თემის გავლის შემდეგ მსმენელები სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მსჯელობის შედეგად მიდიოდნენ მიზნამდე. 

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავჯდომარემ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციებზე, საბჭოში არჩევის წესზე და დებულებაზე.  

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, თხოვნით მიმართეს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარეს შემდეგში ითანამშრომლონ და მიიღონ კონსულტაციები პროექტის განმახორციელებელი გუნდისგან, რაც მათ დაეხმარებათ საბჭოების სტრუქტურის და დებულების სწორად ჩამოყალიბებაში, შშმ პირთა ჩართულობასა და მათ როლზე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოში. მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ძლიერ და მოქნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოების არსებობას ადგილობრივ დონეზე. 

სემინარის ბოლოს დამსწრეებმა შეავსეს პოსტ ტესტი.

 

სხვა სიახლეები