საქართველოში ეტლით მოსარგებლეთათვის ახალი სერვისი დაინერგა

A+
A-

15 თებერვალს  ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში საინვალიდო ეტლებზე დამხმარე-საკორექციო საშუალებების წარმოებისა და სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული სერვისი საქართველოში პირველად დაინერგა და მისი უნიკალურობა უზრუნველყოფს ეტლით მოსარგებლე ბავშვების სწორ ჯდომას და ფიზიკურ განვითარებას ინდივიდუალური მიდგომებით. საქართველოში აღნიშნული სერვისების ეფექტური დანერგვისათვის სპეციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკელი საერთაშორისო ექსპერტი ჯემი ნუნი, რომელმაც ქართველ სპეციალისტებთან და ბენეფიციარებტან ერთად პირადად მიიღო პრეზენტაციაში მონაწილეობა.

დამსწრე საზოგადოებას, აგრეთვე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ქენთ. დ ლოგსდონი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მორის წამალაჭვილი, ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა ზაზა კაკუშაძემ და კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ.

პრეზენტაცია გაიმართა პროექტის “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი” ფარგლებში, რომელსაც 2009 წლიდან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან World Institute on Disability (WID) და WhirlWind Wheelchair International (WWI) ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს (USAID).  

 

 

სხვა სიახლეები

ეტლების საწარმოს იუბილე

აქტიური საწვრთნელი ბანაკი სენაკში წელს მეორედ გაიმართა