სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2010 წლის სამუშაო ანგარიში წარმოადგინა

A+
A-

17 თებერვალს სასტუმრო Holidey inn-ში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2010 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმაუდგინა.  ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სააგენტო ერთი წელია არსებობს, მანამდე კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა,  ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს“ სახელით იყო ცნობილი. იგი 28 ყოფილ სსიპ–ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) აერთიანებს და 1500–მდე ბენეფიციარს ემსახურება. მათ შორის არიან ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებული პირები.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გასულ წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებულ რვა დაწესებულებაში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოხერხდა ბენეფიციარების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა, გაუმჯობესდა ბენეფიციართა მომსახურების სერვისიც.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გასულ წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებულ რვა დაწესებულებაში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოხერხდა ბენეფიციარების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა, გაუმჯობესდა ბენეფიციართა მომსახურების სერვისიც.

ასევე, განხილულ იქნა 2011 წლის გეგმები, რომლებიც ბენეფიციარების საზოგადოებაში და ოჯახებში ინტეგრაციაზე და ამავდროულად,  მათი ამჟამინდელი ყოფის გააუმჯობესებაზე იქნება მიმართული.

 

 

სხვა სიახლეები