მობილური ჯგუფები შშმ პირთა თანაბარი არჩევნებისთვის

A+
A-

არასამთავრობო ორგანზიაციის  ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ინიციატივით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ჩართულობისთვის 8 მობილური ჯფუფი შეიქმნა, რომლებიც აღიჭურვნენ სპეციალური ლიფტის მქონე მიკროავტობუსებით, მოძრავი პანდუსებითა და მოემსახურენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს.

მობილური ჯგუფები მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში ემსახურებოდნენ გადაადგილებაში შეზღუდვის მქონე პირებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას სახლიდან საარჩევნო უბნებზე  არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებისათვის.

სულ აღნიშნული სერვისით თბილისის გორის, ახალციხისა და რუსთავის მასშტაბით, 93-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მობილური ჯგუფების სერვისის მუშაობა შესაძლებელი გახდა პროექტის - „მიმდინარე დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით“ – ფარგლებში, რომელსაც  ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები