გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

A+
A-

20-22 იანვარს გუდაურში, სასტუმრო “გუდაური მარკო პოლოში“      შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წ.წ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხროციელებისა და შემდგომი განვითარებისთვის აქტივობების დაგეგმვის მიზნით გაიმართა პრემიერ-მინისტრთან არსებულ სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოში შემავალი სამინისტროებისა და უფლებათადამცველი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოში შემავალი სამინისტროებიდან მოწვეული იყვნენ იმ სამსახურების უფროსები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება მიიღონ გადაწყვეტილებები სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებასა და ინვლაიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნულ შეხვედრებზე გამოვლინდა სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები, მოხდა არსებული სიტუაციის ანალიზი. მიმართულების მიხედვით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შევიდნენ, როგორც სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც ფოკუსირებას მოახდენენ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე და სამომავლოდ მათი ეფექტურად განხორციელებისთვის  საჭირო მექანიზმებს შეიმუშავებენ.

სამუშაო პროცესი გასვლითი შეხვედრით არ დასრულებულა და სიახლეების შესახებ კოალიციის საინფორმაციო სამსახური სამომავლოდაც აცნობს თავის მკითხველს.

სხვა სიახლეები