ეტლების საწარმოს იუბილე

A+
A-

2016 წლის 5 აპრილს პირველი ქართული ეტლების საწარმოს იუბილეა. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეტლების საწარმოში მოსულ სტუმრებს, ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ სამუშაო გარემოს, გასაუბრებოდნენ იქ მომუშავე პერსონალსა და დაეთვალიერებინათ საწარმოში დამზადებული პროდუქცია.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე მოხდა ახალი, ინოვაციური დიზაინის ეტლების პრეზენტაცია, რომელთა წარმოებას კოალიცია გეგმავს 2016 წლიდან.  თავისი არსით საწარმო არის სოციალური, რაც ნიშნავს იმას, რომ საწარმოში დასაქმებული ადამიანებიდან ნახევარი თავად არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. 

კოალიცია 2009-2014 წლებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი” (Georgian Wheelchair Production Network), რომლის ფარგლებშიც 2009 წელს თბილისში შეიქმნა და აღიჭურვა ეტლების ადგილობრივი საწარმო, მომზადდა ეტლის წარმოებაში ჩართული პერსონალი. საქართველოში (ისევე, როგორც კავკასიის რეგიონში) პირველმა ეტლების საწარმომ 2010 წლის აპრილიდან დაიწყო შეკვეთების მიხედვით მექანიკური ყველგანმავალი ეტლების (Roughriders) წარმოება, ორი წლის შემდეგ, დაამატა ყველგანმავალი ელექტრო ეტლების წარმოებაც.

ორივე ტიპის ეტლი მზადდება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და მორგებულია საქართველოში არსებულ  ინფრასტრუქტურას, რომელიც ბევრი ფიზიკური ბარიერით ხასიათდება.

გარდა ეტლებისა, აღნიშნულ საწარმოში ასევე შესაძლებელია მანქანის ხელით სამართავი სისტემისა და სხვადასხვა ზომის, პორტატული და ელექტრო პანდუსების დამზადება.

 

 

სხვა სიახლეები

კდც - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

აქტიური საწვრთნელი ბანაკი სენაკში წელს მეორედ გაიმართა