დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

A+
A-

5 მაისს, 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისამდი მიძღვნილ ღონისძიება გამართა, რომელიც ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელის (European Network on Independent Living - ENIL Independent Living) საერთაშორისო კაპმანიის ფარგლებში იმართებოდა. საქართველოში ეს დღე პირველად, ხოლო ევროპაში 2014 წლიდან აღინიშნება. 

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ამ დღის აღნიშვნა საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომელიც ერთი მხრივ,ანგრევს იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას უშლიან ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ცხოვრების ამ სტილის პოპულარიზებასა და დამკვიდრებას. 

სწორედ ამ მიზნით, კოალიციამ გამართა ფილმის "Inside I am Dancing" ჩვენება "ახალ მზიურში", რის შემდეგაც, გაიმართა დისკუსია დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ. დისკუსიას უძღვებოდნენ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე და სცენარისტი დავით გაბუნია.

დამატებით ფოტოები იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

სხვა სიახლეები