ასოციაცია "ანიკას" პროექტის პრეზენტაცია

A+
A-

23 თებერვალს სასტუმრო Sheraton Metekhi Palace- ში ასოციაცია ”ანიკამ” გპროექტის ”პროფესიული განათლების მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ დასკვნითი პრეზენტაცია წარმოადგინა.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში აშშ–ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. 6 თვიანი პროექტის მიზანი იყო პროფესიული განათლების საშუალებით (საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტიხრული მინანქრის კურსები) ხელი შეეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირების (განსაკუთრებით კომპაქტურ ჩასახლებებში მაცხოვრებლების) შესაძლებლობების განვითარებას. „ანიკა“–ს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში სწავლება გაიარა 53–მა ახალგაზრდამ და მათი ოჯახის წევრმა.   ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა უკვე დასაქმდა ასოციაციის ტიხრული მინანქრის სახელოსნოში.

ასოციაცია “ანიკა” მსგავსი პროექტების განხორციელების გზით ქმნის სამოდელო სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ახალგაზრდების მომსახურების სფეროში. ამისათვის საპილოტე რაიონად არჩეულ იქნა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონი, სადაც რაიონის გამგეობის მონაცემებით 485 შეზრუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი ცხოვრობს.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ  საქართველოში  აშშ–ს საელჩოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის სახალხო დამცველის აპარატის; ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში; და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები