აქტიური და დამოუკიდებელი: თვით-მოვლის გზამკვლევი სპინალური დაზიანების შესახებ

A+
A-

კოალიციამ ფონდი "აბილისის" მხარდაჭერით თარგმნა ამავე ფონდის მიერ შემუშავებული ძალიან კარგი გზამკვლევი სპინალური დაზიანების მქონე ადამიანებისათვის: "აქტიური და დამოუკიდებელი: თვით-მოვლის გზამკვლევი სპინალური დაზიანების შესახებ".

გზამკვლევში ე.წ. კომიქსების პრინციპით ძალიან ადვილ და ხელმისაწვდომ ფორმატში აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სპინალური დაზიანების მქონე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მათ შორის: შარდის ბუშტის მართვა, კუჭის მოქმედების მართვა, კანის მოვლა, ჯანსაღი კვება, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, თვითშეფასება და ურთიერთობები და ა.შ.

ბეჭდური სახით სახელმძღვანელოს მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ კოალიციის ოფისში: კედიას ქ. 7 

 

 

სხვა სიახლეები