"USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" დაიწყო

A+
A-

16-21 ოქტომბრის ჩათვლით, USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის, ქუთაისის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ცამეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას 110-ზე მეტი დაინტერესებული პირი დაესწრო.

"USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამა სამიზნე მუნიციპალიტეტებში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დაფუძნებას გეგმავს, რომელსაც ცენტრში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები წარუძღვებიან.

სულ დაგეგმილია 33 ლიდერის შერჩევა და დასაქმება, რომელთა მოვალეობა იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საინფორმაციო მხარდაჭერა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ადვოკატირება და ა.შ.

პროგრამა დაფინანსებულია USAID მიერ და ხორციელდება მაკ ჯორჯიასა (MAC Georgia) და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) პარტნიორობით.

 

 

სხვა სიახლეები