კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით

A+
A-

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2021 წლის იანვრიდან პენსიების მატებასთან დაკავშირებით.

კოალიცია სრულად ეთანხმება პენსიის მატების აუცილებლობას, როგორც 70 წლამდე, ისე 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის. თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უგულვებელყოფა შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გამორჩა მხედველობიდან ქვეყნის მრავალრიცხოვანი მოქალაქეების არსებობა და მათი საჭიროებები!

საქართველოს მთავრობას შ ე ვ ა ხ ს ე ნ ე ბ თ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) მე-4 პუნქტით აღებულ ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე: "სახელმწიფო ქმნის გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის" და მ ო ვ უ წ ო დ ე ბ თ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  (როგორც ე.წ. სოციალური პაკეტის მიმღებთათვის) იქნება თანაბარი, სამართალიანი, ეფექტური და არ იქნება განსაზღვრული მხოლოდ ფულადი სარგებლით. პირიქით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხს და მაქსიმალურად მოერგება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.

მიგვაჩნია, საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციითა და 2013 წელს რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. 

კერძოდ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მხარი დაუჭიროს ინდივიდის ბიოფსიქოსოციალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროგრამების განვითარებას, რომელიც გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლობის ხარისხს და უზრუნველყოფს სოციუმში სრულ ინკლუზიას. 

საქართველოს მთავრობამ უნდა დანერგოს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები და პროგრამები, როგორიც არის ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, ინდივიდუალური მხარდაჭერა, თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიები და სხვა. 

სერვისების დაგეგმვის, განაწილებისა და განვითარების პროცესში კი, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

სხვა რესურსები

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისის აღნიშვნას

  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის კანონზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“